სასწავლო პროექტი


1. პროექტის  სახელწოდება: მთვარისა და დედამიწის ცენტრებს შორის მანძილის გამოთვლა

2. პროექტის მთავარი  იდეა: დავალების მიხედვით გარკვეული ინფორმაციის მოძიება, შემდგომ მისი საჭიროებისამებრ - ამოცანის ამოხსნის პროცესში გამოყენების უნარის განვითარება. ის ფაქტი, რომ წრეწირებით უამრავი ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნა შეიძლება, უსათუოდ მოტივირებულს ხდის მოსწავლეს გაიღრმავოს ცოდნა ამ გეომეტრიული ფიგურის შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა: სხვადასხვა საგანთა ურთიერთკავშირი.

4. პროექტის მიზნები: ცნობარებში დედამიწის, მთვარის რადიუსების, EM მანძილისა და E-დან იმ P წერტილამდე მანძილის(მიახლოებით) პოვნა, საიდანაც დედამიწა და მთვარე ერთნაირი კუთხით მოჩანს.

5. მონაწილეთა ასაკი:14-15

6. ვადები/ხანგრძლივობა: ათი დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, პლაკატები, სურათები, მოდელები.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები-ბავშვები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული ფოტოაპარატი, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო.

9. პროექტის მსვლელობა:



*მოსწავლეები იღებენ ინსტრუქციებს თუ როგორ დაიწყონ მიღებული დავალება;

*მოსწავლეები ჯგუფურად ადგენენ გეგმას, აკეთებენ მონახაზებს, ინაწილებენ დავალებებს, გამოყოფენ ჯგუფში მოსწავლეებს, რომლებსაც შეუძლიათ კარგი ხაზვა;

*ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს,მსგავს პროექტებს, ადარებენ თავიანთ აზრებს, ხვეწენ ნიუანსებს, მუშაობენ წინასწარ მონახაზებზე და მიდიან საბოლოო ნახაზამდე;

*ხდება შედეგების შემოწმება, მარტივი კონსტრუქციების აგება;
დასმულ ამოცანაში უნდა ვიპოვოთ ისეთი P წერტილი, რომლიდანაც დედამიწისა და მთვარის გამოსახულებები ერთი და იმავე კუთხით გამოჩნდება, ანუ  PA  და  PN მხებებს შორის კუთხე PC და  PK მხებებს შორის კუთხის ტოლი იქნება. 

ცნობარებში აღმოვაჩენთ, რომ:

  • დედამიწის რადიუსი  EA  6371 კმ,
  • მთვარის რადიუსი  MC 1738 კმ,
  • მანძილი დედამიწიდან მთვარემდე BD 384400 კმ,
  • EM384400+6371+1738392513 კმ,
  • მოცემულობის  მიხედვით  APE და   KPM  მართკუთხა სამკუთხედები მსგავსია და
  • <APE=<NPE = < CPM = < MPK = α/2
  • ამრიგად; AE/MN=EP/PM ;    R/r =EP/PM; R/r=EP/EM-EP
  • EP = R•AM/R+r
  • EP = 2500681210/8109  308383.
  • BP = EP – R = 302012

ამრიგად, დედამიწის ზედაპირიდან  EM წრფის გასწვრივ 303012-ე  კილომეტრზე მდებარე წერტილიდან დედამიწა და მთვარე ერთი და იმავე კუთხით მოჩანს. დედამიწის ცენტრიდან სათანადო მანძილია 308383 კმ.

მოსწავლეთა შეფასება:


კრიტერიუმები
1—4 ქულა
5—7 ქულა
8—10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა ვერ გაიზიარა სამუშაოს მიზნის არსი
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო მოხდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და გათვალისწინებული იქნა ყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული
სამუშაო იყო ორგანიზებული, მაგრამ ფუნქციები არ იყო თანაბრად განაწილებული
სამუშაო  კარგად იყო ორგანიზებული, ფუნქციები სწორად და თანაბრად იყო  განაწილებული
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
ჯგუფის ერთი(ორი) წევრი აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის წევრთა ურთიერთობები
ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო
ჯგუფში ნორმალური გარემო იყო შექმნილი
ჯგუფში ნორმალური, საქმიანი გარემო იყო შექმნილი

10ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათ: IX.8.მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

<!--[if !supportLists]-->·         <!--[endif]-->ახდენს სიბრტყეზე მოცემული წირის მიახლოებას ტეხილის საშუალებით და იყენებს ამ მეთოდს წირის სიგრძის შეფასებისას ან მიახლოებით გამოთვლისას. (მაგალითად, მრუდ წირზე მოძრაობის მარშრუტის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა; წრეწირის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა);

<!--[if !supportLists]-->·         <!--[endif]-->დაადგენს ფიგურის ზომებს შორის დამოკიდებულების ტიპს და იყენებს ამ დამოკიდებულებას ამოცანების ამოსახსნელად (მაგალითად, კვადრატის ფართობის დამოკიდებულება გვერდზე; წრის ფართობის დამოკიდებულება მის რადიუსზე);
<!--[if !supportLists]-->·         <!--[endif]-->იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა  და  კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომების ან  ობიექტებს შორის მანძილის დასადგენად (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა).

11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთინო ნაკაიძე



12. ელ. ფოსტა: nakaidzeqetino@gmail.com

No comments:

Post a Comment