Tuesday, April 19, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დავასრულე პროექტზე მუშაობა,ავტვირთე ნმუშევრები,გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები,გავაკეთეთ ურთიერთშეფასებები,კომენტარები გავაკეთეთ.საინტერესო იყო ტრენინგი,ბევრი რამ შევისწავლე.ძალიან კარგი ხელმძღვანელი გვყავდა,დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ყურადღებისა და დახმარებისათვის.

Friday, April 15, 2016

ტრენინგის მერვე დღე


დღევანდელი დღე ეხებოდა ;ფასილიტაქცია ტექნოლოგიებით;
განსაზღვრული მაქვს სასწავლო პროექტის მიზნები,შევიმუშავე შეფასების სტრატეგიები, ყურადღება გადავიტანე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე. განვიხილე როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებით. შევქმენი დოკუმენტები, პრეზენტაცია, დავგეგმე თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები, შევქმენი მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის. გამოვაქვეყნე მოსწავლის ნაშრომის ბუკლეტი, შევაჯამე განვლილი დღეების ნამუშევრები.დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ყურადღებისათვის და გაწეული მუშაობისათვის.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის მუშაობით.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Wednesday, April 13, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე იყო ნაყოფიერი,გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასებები, სასწავლო პროექტებთან ერთად,გავითვალისწინე ყველა მოსწავლის საჭიროებები,რათა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება.ამიტომ შევეხე სწავლის პროცესის დიფერენცირებას. ყურადღება გავამახვილე თვითრეგულირების უნარის განვითარებაზე მოსწავლეებში.გავითვალისწინე მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ ბუკლეტი

Friday, April 8, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია,ნაშრომი,ნაშრომის შეფასების რუბრიკა,შევადგინე სწავლების პროცედურების მონახაზი,განვიხილე შეფასების პროცესში მოსწავლის ჩართვასთან დაკავშირებული სირთულეები და ვიმსჯელეთ მათი დაზლევის გზებზე. დიდი მადლობა ხათუნას,ჩვენი გაძლებისათვის,მოთმინებისათვის,გულისხმიერებისათვის და დაუღალავი დახმარებისთვის.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია